სიახლე 

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში პარტია ,,საქართველოსთვის“ ფრაქციის სხდომა გაიმართა 23 02 22

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში პარტია ,,საქართველოსთვის“ ფრაქციის სხდომა გაიმართა, რომელზეც 17 საკითხი განიხილეს. ძირითადი აქცენტი ფოთში არსებულ ინფრაქტრუქტურულ პროექტებსა და პრობლემებზე გაკეთდა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა გვასალია აღნიშნავს სხდომაზე მოწვეული იყო ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურული სამსახურების უფროსები რომლებსაც, მოსახლეობის კითხვები გააცნეს, როგორიცაა: ქალაქში საკანალიზაციო სისტემის დაუსრულებელი პროექტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ამასთან მამუკა გვასალია, მათი თანაპარტიელის მინდია ბარამიას მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოსდა ის გარე-განათების ბოძიდან ელექტრო ენერგიას არაკანონიერი დაერთების მეშვეობით იპარავდა და საკუთარ სახლში მოიხმარდა. გვასალიას შეფასებით , ბარამიას მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.  შეგახსენებთ რომ დღეს ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში პარტია ,,საქართველოსთვის“ ფრაქციის სხდომა გაიმართა

მსგავსი სტატიები