სიახლე 

,,ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022’’-ის შესარჩევი ტური იწყება 22 02 22

,,ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022’’-ის შესარჩევი ტური იწყება. ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ: ავთენტიკურ ჯგუფებსა და სასოფლო ანსამბლებს ხალხური სიმღერის მუნიციპალურ და თვითმოქმედ ანსამბლებს, ტრადიციულ ხალხურ საკრავთა საოჯახო ანსამბლებსა (მუსიკა, ქორეოგრაფია) და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს , ინდივიდუალურ შემრულებლებს (სიმღერა, ცეკვა, საკრავი) ხალხური რეწვის,გამოყენებითი ხელოვნების და სახვითი ხელოვნების ოსტატებს. ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრიდან ფესტივალში ანსამბლი ,,ფაზისი’’ და ,,ქალთა ტრიო’’მიიღებს მონაწილეობას. ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორის ზაზა ღადუას თქმით :აღნიშნული ფესტივალი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოადა ამ დროისთვის აქტიური მზადება და რეპეტიციები მიმდინარეობს .აღსანიშნავია რომ ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა მინიმალური ასაკი 15 წელია, ბავშვების მონაწილეობა კი დასაშვებია სიმღერისა თუ ცეკვის საოჯახო ანსამბლებსა და ხალხური რეწვის სახეობებში.

მსგავსი სტატიები