ფოთში 2022 წლიდან 2 ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა 17 03 22

ფოთში 2022 წლიდან 2 ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას გულისხმობს. სოციალურად დაუცველი სტუდენტები რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით სწავლის საფასურის დაფინანსებას მიიღებენ. როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი მაია მაკალათია აღნიშნავს ფოთის მერიის მთავარი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვაა. აღსანიშნავია რომ გაიზარდა პროგრამების დაფინანსება განსაკუთრებით მძიმე პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარება. ასევე გაიზარდა უსინათლოთა და სმენადაქვეითებულთა მატერიალური დახმარება.

მსგავსი სტატიები