კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება 17 03 22
გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისში ვალიდაციის კონფერენცია გაიმართა,რომელზეც კულტურის სტრატეგიისთვის შერჩეულმა ქალაქებმა, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი წარადგინეს და ექსპერტებისგან სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს.
ქალაქ ფოთის კულტურის, ძეგლთადაცვის განყოფილების უფროსის ირმა გუგუშვილის განცხადებით ამ დროისთვის მუშაობა ქალაქის ,,მეფინგზე ‘’, ხოლო მზადება,,ჩარეტის’’ ფესტივალზე მიმდინარეობს , რომელშიც ადგილობრივი კულტურის სფეროს ყველა მიმართულება იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესში აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო სექტორი, სამეწარმეო მცირე ბიზნესი, სახელოვნებო და შემოქმედებითი სექტორები