სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 18 03 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 21 მარტიდან გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 10-დან 12 გრადუსამდე მოიმატოს. ამ კვირის ჩათვლით უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში თოვლი, თოვლჭყაპი, მთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის საათებში მინიმალური ტემპერატურა -1-დან +4 გრადუსამდე იქნება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +2; +7 გრადუსია. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსის ფარგლებშია. დღით +3; +4 გრადუსი იქნება. ფოთში 19 მარტს დღისით მოღრუბლული ამინდი გველოდება. ღამით დროგამოშვებით ნალექი,ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 +3 ღამით, 0 +2 იქნება 20 მარტს ფოთში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი გველოდება ღამით ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 +3 ღამით +1 +3 გრადუსი იქნება. 21 მარტს ფოთში ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, ღამით ხანმოკლე წვიმას უნდა ველოდოთ ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 +6 ღამით +3 +5 გრადუსი იქნება.

მსგავსი სტატიები