სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX საქალაქო ტურნირი ჭადრაკში დასრულდა 31 03 22

30 მარტს, ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა ‘’- ში, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX საქალაქო ტურნირი ჭადრაკში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ღია, ელვისებურ ჭადრაკში, ცხრა და შვიდი წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართებოდა და ,მასში სულ 50 მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებით სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სტატიები