სიახლე 

უკრაინის მოქალაქეები უფასო სამედიცინო სერვისებით ისარგებლებენ 07 04 22

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკრაინის მოქალაქეები რომლებიც საქართველოში შემოსული არიან 1 თებერვლიდან 15 აპრილამდე , ასევე საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ფოთის განყოფილების უფროსის ნინო ხურციას განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის -შიდსის მკურნალობა მედიკამენტების ჩათვლით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე დიაბეტის მართვა და კოვიდ 19-ის მკურნალობა უფასო იქნება. აღსანიშნავია რომ მოხდება იშვიათი დაავადებების და მუდმივ ჩანაცვლებით თერაპიას დაქვემდებარებული პაციენტების მკურნალობა. უკრაინის მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში რეფერალური მომსახურებაც გაეწევათ .

მსგავსი სტატიები