სიახლე 

ძლიერმა შტორმმა ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა 14 04 22

გუშინ შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ღელვის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აიყარა ფილები. შტორმმა საძირკველი გამოურეცხა სავალ ნაწილს და დაზიანა მიმდებარე ტერიტორიაც. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სისტემის პროექტირებასთან და შემდეგ უკვე სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით.აღსანიშნავია რომ ძლიერმა შტორმმა ფოთთან ერთად პრობლემები ანაკლიასა და განმუხურშიც შექმნა.

მსგავსი სტატიები