სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 15 04 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით: 16 აპრილს, საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შაბათს, 16 აპრილს, ფოთში +15 გრადუსი სითბო გველოდება, ძირითადად მოღრუბლული ამინდი იქნება, საღამოს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. კვირას, 17 აპრილს, ფოთში ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს, მზინი და თბილი ამინდია მოსალოდნელი, საღამოს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ორშაბათს,18 აპრილს ტემპერატურა +24 გრადუსამდე იქნება, თუმცა დღის განმავლობაში უმეტესად ღუბლიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

მსგავსი სტატიები