სიახლე 

ფოთში ფოთოლა ქაჯაიას სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა 18,04,2022

ფოთში, ქალაქის საპატიო მოქალაქის, ფოთოლა ქაჯაიას სახელობის მემორიალური დაფა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ფოთოლა ქაჯაიას კულტურის დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის გახლდათ ქალაქის საპატიო მოქალაქე კოლორიტი, ღირსების ორდენოსანი , მრავალი თაობის აღმზრდელი, რომელსაც ცოდნის მასწავლებელსაც უწოდებდნენ .ღონისძიებას კულტურის სფეროსა და და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ესწრებოდნენ, მათ ფოთოლა ქაჯაია გაიხსენეს და მის მიერ ქალაქისათვის გაწეულ ღვაწლზე ისაუბრეს.ცნობისათვის, გასულ წელს,ფოთოლა ქაჯაიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრში, ფოთოლა ქაჯაიას სახელობის მხატვრული კითხვის კაბინეტი გაიხსნაამასთან დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია სახელწოდებით – “მე ამ ქალაქში დავიბადე საპატიო მოქალაქედ, ფოთოლა ქაჯაია” გაიმართა.

მსგავსი სტატიები