სიახლე 

ტურიზმი ფოთში 29 04 22

ფოთის მუნიციპალიტეტი სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს,ფოთის ტერიტორიაზე ,საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფაზისი მდებარეობდა და ფოთი ამ ანტიკური ქალაქის მემკვიდრედ ითვლება.

 პალიასტომის ტბა, კოლხეთის ეროვნული პარკი,ოქროსს ტბა, ფოთის საკათედრო ტაძარი, კოლხური კულტურის მუზეუმი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი, შუქურა ეს იმ  ტურისტული ობიექტების არასრული ჩამონათვალია,რომელიც ფოთში დაგხვდებათ.

საოცარი პოტენციალისაა მალთაყვის სანაპირო ზოლი, რომელსაც გარს აკრავს კოლხეთის ეროვნული პარკი. სანაპიროზე არსებული ქვიშა არის მაგნიტური და აქვს სამკურნალო ეფექტი,თუმცა დამსვენებლების უმრავლესობა ფოთს სხვა საზღვაო კურორტებს ამჯობინებს, რაც არახელსაყრელი ინფრასტრუქტურითაა განპირობებული.

ტურიზმი ფოთში  გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ერთ -ერთი მოწინავე უნდა იყოს,თუმცა ამ კუთხით ქალაქის ათვისება სათანადოდ არ ხდება.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობს ფოთის მოსახლეობა ფოთზე,  როგორც ტურისტულ ქალაქზე და რა მოლოდინები აქვთ.

მოსახეობის აზრით ქალაქში არაერთი ფუნდამენტური  პრობლემაა  მოსაწესრიგებელი, განსაკუთრებულ აქცენტს ისინი ზღვის სანაპირო ზოლზე აკეთებენ. ასევე აღნიშნავენ იმასაც,რომ ქალაქში არ არის გასართობი სივრცეები.

როგორც ტურიზმის ექსპერტი და კეფალის ფესტივალის ორგანიზატორი ნანა ტაბიძე აცხადებს :ფოთმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს კულტურის სტრატეგიის პროექტი.

აღსანიშნავია,რომ ფოთი საქართველოს 3 ქალაქს შორისაა, რომელმაც 30 000 ევროს გრანტი მოიპოვა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, კულტურის განვითარების სტრატეგიას მონაწილეობით პრინციპებზე დაყრდნობით მოამზადებს.

მსგავსი სტატიები