ფოთში ჩოგბურთის ტურნირი პირველად გაიმართა
- ფოთში პირველად გაიმართა ჩოგბურთის ტურნირი – “Poti Cup 2026” , რომელიც ორგანიზატორთა განცხადებით ტრადიციად იქცევა და მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს შეიძენს.
- საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირში 64 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. მონაწილეებმა ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრები გამართეს.
- აღსანიშნავია, რომ წელს ფოთში ჩოგბურთის სკოლამაც დაიწყო ფუნქციონირება და უკვე 100-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს

