ფოთმა “ნანა ალექსანდრიას თასზე” საჭადრაკო ფესტივალს მეცხრამეტედ უმასპინძლა
- ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიმართა, რომელმაც 10 ქვეყნიდან 500-მდე მოჭადრაკე გააერთიანა. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი და ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორი, ფესტივალის ფარგლებში ქართველი მოჭადრაკეებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას უჭერდა მხარს. ფესტივალის განმავლობაში 25-მდე ტურნირი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი და სარეიტინგო კატეგორიის მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო კონკურენციის პირობებში გამოსცადეს, საერთაშორისო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი ქულები დააგროვეს და გამარჯვებისთვის იბრძოლეს.

