ქრისტიანების გენოციდის წინააღმდეგ ფოთში აქცია იგეგმება
„შეწყდეს ქრისტიანების გენოციდი სირიასა და ერაყში!“ – ამ ლოზუნგით 19 აპრილს 17 საათზე ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მდუმარე აქცია გაიმართება. ამ ფორმით ქრისტიანების დევნას საქართველოს 7 ქალაქში, მათ შორის ფოთშიც გააპროტესტებენ. აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად გაიმართება და მასში მონაწილება ყველა მსურველს შეუძლია. ტერორისტული დაჯგუფება ISIS -ი სირიასა და ერაყში ქრისტიანების დევნას რამდენიმე წელია ახორციელებს, ბოლო დღეებია სოციალური ქსელისა და ინტერნეტ გამოცემების მეშვეობით ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა აქტიურად ვრცელდება.

