ხვალ მარნეულში სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში
ხვალ მარნეულში სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში. იგი 18, 14 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ტარდება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200-მდე მოჭადრაკეს შორის ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 8 მოსწავლეცაა. ისინი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურების მოპოვებას შეეცდებიან.

