ფოთის მეგა-პორტის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაწყებულია
ფოთის მეგა-პორტის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაწყებულია. მისი ღირებულება 300 მილიონ დოლარს აჭარბებს. „ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი“-ს გათვლებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდ სარგებელს მოუტანს არამარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო სისტემასაც.

