მართმადიდებლური ეკლესია წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს
9 აგვისტოს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა პანტელეიომონ მკურნალის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს სარსანიას ქუჩაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარში წინამძღოლმა მამა დავითმა წირვა აღასრულა. ტაძარში მკურნალის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული.

