დასუფთავების აქცია ფოთში 20 03 17
ფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა,რომელიც ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით მოეწყო.
დასუთავების აქციაში, ამჯერად , შსს დაცვის პოლიციის ფოთის სამმართველოს თანამშრომლები ჩაერთნენ.
აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია).
ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია ქალაქში ყოველ შაბათს ეწყობა და ამ ინიციატივას მერიის სამსახურებთან ერთად სხვა უწყების წარმომადგენლებიც შემოურთდნენ.
