ფოთში დევნილები მშენებარე ფაბრიკის შემოღობვას აპროტესტებენ 03.04.17
ფოთში, კაკულიას ქუჩაზე მცხოვრები 6 დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით საცხოვრებელი ფართის მიმდებარე ტერიტორიას ისინი წლებია სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ, რაც მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. მათი თქმით ცოტა ხნის წინ შეიტყვეს,რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უცხოელი ინვესტორი სამკერვალ ფაბრიკის მშენებლობის დაწყებას გეგმავს , ტერიტორიის შემოღობვა იგეგმება დადევნილებს მიწით სარგებლობის უფლება აღარ მიეცემათ.

