USAID საქართველოს დირექტორმა და ფოთის მერმა, საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი 31 03 22
ფოთში 31 მარტს, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, ქ.ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის და შპს ტრანსფორდის თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორიბის მიზანია, ადამიანური რესურსების განვითარების მხარდაჭერა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის შექმნის გზით. კერძოდ, USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის დაფინანსებით, შპს ტრანსფორდი, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან ერთად განახორციელებს ორი მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირებას მძღოლ ოპერატორებისა და დოკერებისათვის. პილოტირების ფარგლებში, ინოვაციური მოდელის მხარდასაჭერად, კომპანია ტრანსფორდი უზრუნველყოფს მსურველების სასწავლო კურსის დაფინანსებას და ასევე მოახდენს…
იხილე მეტი