სიახლე 

ეპიდვითარება ფოთში 06 04 22

საქართველოში კოვიდინფიცირების 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 7 შემთხვევა ფიქსირდება. ფოთის ეპიდემიოლოგის ნინო ჭანტურიას განცხადებით საქართველოში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო რაც ძალიან სასიხარულოა თუმცა აქვე აღნიშნა რომ ვაქცინაცია დღემდე უპირობოდ მნიშვნელოვანი რჩება კოვიდ- 19-თან ბრძოლაში. აღსანიშნავია რომ საქართველოში ფაიზერის ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა. კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა ,აპრილის თვეშიც გაგრძელდება200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები კი „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

მსგავსი სტატიები