საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA)-ს პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინჟინრებისა და ექსპერტების ტექნიკურ ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა 2021 წელს პროექტით დაგეგმილი აქტივობები. სპეციალისტების მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს ნავსადგურები და გაკეთდა ანალიზი საქართელოში საზღვაო კარტოგრაფიის განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ, რის შესაბამისად კორეის მხრიდან ეტაპობრივად განხორციელდება სპეციალური აღჭურვილობების და ტენიკის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა. ამ ეტაპზე კორეის მხარემ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ჰიდროგრაფიული კვლევებისათვის საჭირო ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა. სამხრეთ კორეის ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA -ს) მხარდაჭერის…
იხილე მეტი