სიახლე 

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ახალი კანონპროექტის მზადებაში ფოთელებიც აქტიურად ჩაერთვნენ 25 12 20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მეთევზეებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მეთევზეებს, გაერთიანებებისა და ფედერაციის წარმომადგენლებს დეპარტამენტის ის ინიციატივები გააცნეს, რომლებიც ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადდა. ინიციატივები თევზჭერის წესში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ისეთი ცვლილებების შეტანას გულისხმობს, რამაც უკანონო თევზჭერის აღკვეთა უნდა უზრუნველყოს. ცვლილებების მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულები ფოთელი მეთევზეებიც, კერძოდ კლუბ „ფაზისის“ წარმომადგენლები მხარეები ცალსახად შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სახის თევზჭერა უნდა იყოს რეგულირებული, უნდა ემორჩილებოდეს გარკვეულ კანონებსა და წესებს

მსგავსი სტატიები