“ეს ქვეყანა შენია” 17 12 20

ეთერშია გადაცემათა ციკლი “ეს ქვეყანა შენია -გაიზიარე პასუხისმგებლობა”, გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარია ფონდი “ბილივის” სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი გვანცა გვაძაბიაგადაცემის მეორე ბლოკის სტუმარია “ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე შალვა სარდალიშვილიგადაცემის მესამე ბლოკის სტუმარი კი “გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრის” ხელმძღვანელი მარი ბენდელიანია თქვენ უყურებდით გადაცემას “ეს ქვეყანა შენია -გაიზიარე პასუხისმგებლობა”, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად გთავაზობთ, გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას, პროექტი რომელსაც ქვია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა…

იხილე მეტი
სიახლე 

კოვიდით გარდაცვლილი ახალგზარდის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს 18 12 20

რუხის კოვიდ კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი ფოთელი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები სიკვდილის მიზეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ. მათი განმარტებით, 32 წლის გიორგი მიმინოშვილი კლინიკაში გადაყვანამდე შეკვეთილის კოვიდ სასტუმრო “მირაჟ”ში იყო განთავსებული, სადაც ფაქტიურად ყოველგვარი ყურადღების გარეშე იყო დატოვებული და მას არც სათანადო კვლევები ჩაუტარდა დროულად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად შეფასებულიყო. კოვიდსასტუმროს მთავარი ექიმი თამუნა ქათამაძე კი წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ პაციენტს პროტოკოლის სრული დაცვით ექცეოდა ყურადღება.

იხილე მეტი

ფოთში კოვიდ ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 18 12 20

ფოთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების 199 შემთხვევა დაფიქსირდა. არსებულ კოვიდ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27 კოვიდ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 69 ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაშ რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა 4 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, მისივე განმარტებით რეგიონში ამჟამად 6…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ მოჭადრაკეთა წარმატება 16 12 20

ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლის აკაკი ყალიჩავას გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 16 წლამდე ჭაბუკთა შორის. მან 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.12 წლამდე ჭაბუკთა შორის 6 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა კახაბერ კიზირიამ. ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის მე-8 იყო ანა სანიკიძე.ფოთელმა მოჭადრაკეებმა წარმატებას ელვისებურ ჭადრაკშიც მიაღწიეს !ამჯერად საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს კახაბერ კიზირიამ (12 წლამდე ასაკში ) და აკაკი ყალიჩავამ (16 წლამდე ასაკში).ჩემპიონატი 15 დეკემბერს გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს 5 ახალი ავტობუსი გადმოეცა 16 12 20

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა. აქედან 5 ავტობუსი ფოთს უკვე გადაეცა, ხოლო 5 კი უახლოეს მომავალში გადაეცემა. მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტები მომზადდებიანავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

იხილე მეტი