სიახლე 

ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს 22 12 20

ფოთელებისთვის ცნობილი შენობა, რომელიც ზღვის პირას მდებარეობს ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. თუმცა, გეგეჭკორების სამსულიანი ოჯახი აქ ისევ განაგრძობს ცხოვრებას. ოთხი ოთახიდან დარჩენილი მხოლოდ ორი , ჩამონგრეული ჭერი და ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო. ოჯახი დახმარების მოლოდინშია . აღსაღნიშნავია, რომ ამ პირობებში ფოთის საამაყო მოკრივე აღიზარდა , რომელმაც უკვე მრავალი მედალი მოიპოვა და დღემდე აქტიურად განაგრძობს კრივში ვარჯიშს. შეგახსენებთ, რომ ოჯახში არავინ მუშაობს და ისინი მხოლოდ ბებიის პენსიის და სოციალური დახმარების იმედად არიან დარჩენილები.

მსგავსი სტატიები