სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-მა “ბახმარო” 3:1 დაამარცხა 17 11 20

დღეს ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე ეროვნული ლიგა 3-ის მე-14 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1913“ და ჩოხატაურის ,,ბახმარო“ დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში ფოთის კოლხეთმა ვერ შეძლო თერთმეტმეტრიანის რეალიზება , ხოლო  ჩოხატაურელებმა შესძლეს გოლის გატანა და  ტაიმი მათ სასრგებლოდ 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმი ფოთელების შეტევებით დაიწყო და ლამაზი კომბინაციის შემდეგ  თამაზ შალიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.  მალევე გუნდი   აკაკი ნინუამ დააწინაურა. თამაშის მიწურულს კი  საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მსაჯმა ბახმაროელები დააჯარიმა და თორნიკე მუმლაძემ თერთმეტ-მეტრიანი  დარტყმით საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ს  კიდევ 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 11 20

საქართველოს მასშტაბით  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 355 ადამიანია. გამოჯანმრთელდა 3 638 პირი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულთა შემთხვევა არის 16 219.    გარდაიცვალა 45 ადამიანი.   მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 85 952-ს შეადგენს,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის  68 929- ია. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219.  ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 778 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს.  რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მათი რიცხვი  52 797 შეადგენს.   ფოთში არსებულ მდგომარეობაზე კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი…

იხილე მეტი
სიახლე 

გადავარჩინოთ ქართული აბორიგენული ჯიშის ძაღლი 17 11 20

ქართული მეკვერნე ძაღლი, რომელიც სამი ქართული აბორიგენული ჯიშიდან ერთ-ერთია, გადაშენების პირას იყო მისული,  ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ათწლეულების  წინ ჯიში ჯერ კიდევ მრავლად იყო წარმოდგენილი და    საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოფენებზეც  აქვს მონაწილეობა  მიღებული. ამ ჯიშის ძაღლს ძირითადად    კვერნაზე სანადიროდ იყებენდნენ, თუმცა ის ასევე  ჩლიქოსნებზე, ტახზე და დათვზეც იგეშებოდა. კვერნისებრთა ბეწვის დამზადების შეწყვეტის შემდეგ, ძაღლმა ფუნქცია დაკარგა , გადაშენება დაიწყო და მხოლოდ ერთეულ მონადირეებთან იყო შემორჩენილი. მეკვერნეს გადარჩენისთვის  საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელთა მიერ რეგიონებში ამ ჯიშის ძაღლების მოძიება, აღრიცხვა და გამრავლება ხდება. აღსანიშნავია, რომ ჯიში უკვე აღიარებულია საქართველოს კინოლოგების…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი 17 11 20

17 ნოემბერს ფოთში მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა, დღისით ჰაერის ტემპერატურა + 13 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაიწევს, იქროლებს დასავლეთ მიმართულების ქარი. 18 ნოემბერს წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღისით 14 ხოლო ღამით 10 გრადუსია მოსალოდნელი.იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ის სიჩქარით. რაც შეეხება 19 ნოემბერს, ჰაერის ტემპერატურა შედარებით გათბება და იგი 16 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით 9 გრადისამდე დაიკლებს, მოსალოდნელია ჩრდ. დასავლეთის ქარი 15-20 მ/წმ ში.

იხილე მეტი
სიახლე 

“ეს ქვეყანა შენია”, ფოთი 14 11 20

“ეს ქვეყანა შენია”, გააზიარე პასუხისმგებლობა.გადაცემა, ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კერძოდ კი – სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.პროექტს, რომელსაც ჰქვია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით და ევროკავშირის მხარდაჭერით

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სპეცგამოშვების სტუმარია ფოთის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ნალიტა ამირანაშვილი 13 11 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ნალიტა ამირანაშვილი , რომელმაც პანდემიის პირობებში თეატრის ფუნქციონირების, წარმოქმნილი პრობლემების და გეგმების შესახებ ისაუბრა

იხილე მეტი