სიახლე 

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ნუცა ლეფსაია 18 11 20

ფოთის N1 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სასკოლო კულტურის განვითარებაა.

დემოკრატიული კომპეტენციების განვითარების მიზნით , ამ ეტაპზე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეების მიერ ხორციელდება პროექტი: „მე შენი მსგავსი ვარ“.

თანატოლთა განათლება, მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელება, გენდერული თანასწორობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიღება და სასკოლო კულტურაში დემოკრატიული კომპეტენციების განვითარება- პროექტის მიზანია.

პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა საინფორმაციო ტიპის შეხვედრები. მოსწავლეებმა შეიმუშავეს აქტივობები, დაგეგმეს კვლევის საკითხები.

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ნუცა ლეფსაია , რომელიც თავის სკოლაში, აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის შესახებ გვესაუბრება

მსგავსი სტატიები