ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმიდინარეობს. აქციაში მერიასთან ერთად , როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ: სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა, სრულად მოხმარდება პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას. ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. აღსანიშნავია რომ ფოთში ჰუმანიტარულ პუნქტი გახსნილია ნინო ჟვანიას ქ.№ 7-ში მდებარე, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სპორტულ დარბაზში. ფოთის მსგავსად პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
იხილე მეტი