ფოთის მოკრივეთა კლუბ ,, ლიდერი ’’-ის სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს 17 03 22

ქალაქ ქუთაისში, ,, მიხო კაპატაძის სახელობის ტურნირი’’ კრივში ჩატარდა, სადაც ფოთის მოკრივეთა კლუბ ,, ლიდერი ’’-ის სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ნიკოლოზ ლაზარიამ 50კგ .წონით კატეგორიაში და ტიმოთე გვათუამ 63 კგ. წონით კატეგორიაში . მეორე ადგილზე საბა სართანია გავიდა, 72 კგ .წონით კატეგორიაში,ხოლო 66კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ტარიელ ბარამიამ დაიკავა.საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ცნობისათვის, ტურნირში 20 ქალაქის მოკრივეები იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია ,რომ ფოთელი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან,რომელიც ფოთში 5-10 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სტატიები