სტუდია ვაშინგტონი 02 10 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიპარტიამ “სამართლიანობისათვის” ფოთში საარჩევნო შტაბი გახსნა. ეკა ბესელიამ მხარდამჭერებს პარტიის მიზნები გააცნო და შტაბის ხელძღვანელი, იურისტი ზურაბ ჩიქოვანი წარუდგინა. პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, ფოთში მათ მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლებათ და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებითვის პროპორციული სიით იბრძოლებენ.
იხილე მეტიხვალ 3ოქტომბერს 3 საათზე ცენტრალურ პარკში რომან მელიას წიგნის ფოთი გუშინ, დღეს, ხვალ, პრეზენტაცია გაიმართება. დეტალური ინფორმაციისთვის გთავაზობთ რომან მელიას კომენტარს
იხილე მეტიფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა მერმა მოქალაქეებს 2013-2020 წლებში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც კურდღელიამ აღნიშნა , ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვაა, რაც, პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
იხილე მეტიფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ევროპის დღეების ფარგლებში ღონისძიება გაიმართა რომელშიც ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. სადაც მოსწავლეებმა შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟის პეპი გრძელი წინდა ინსცენირება მოაწყვეს. ღონისძიებას ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
იხილე მეტიფოთში ლაბორატორიაში გაგზავნილი 175 პირის კვლევის შედეგები ცნობილია. არც ერთ მათგანს ,,კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნანა მხეიძე ადასტურებს. მისი განცხადებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ლაბორატორიაში გაგზავნილი 175 ნიმუშიდან 115 გეგმური, თვითიზოლაციიდან 13 ნიმუში, ინფიცირებულების კონტაქტებიდან კი 47 ბიოლოგიური მასალა იყო.
იხილე მეტი“კურსორის” სპეცგამოშვების სტუმარია სარიტუალო/სადღესასწაულო მომსახურების სფეროს წარმომადგენელი ირმა გვალია,რომელმაც ამ სფეროში კორონავირუსის პანდემიის დამო დაწესებულ შეზღუდვებზე და ამის სავალალო შედეგებზე ისაუბრა
იხილე მეტი„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმრები არიან ბენდ „ბენდეიდი“-ს წევრები დავით ჩიქობავა და თამარ გუჯაბიძე, რომლებიც გვესაუბრებიან თუ როგორ შეძლო ახალგაზრდების ჯგუფმა, პანდემიის პერიოდში, ბენდის შექმნა და უკვე 3 კონცერტში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდები სამომავლოდ აპირებენ რეპერტუარის გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა პროექტებში ჩართვას ბენდი ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს რეპეტიციებს
იხილე მეტიფოთში კოლხეთის გამორჩეული გულშემატკივრის ხვიჩა ჯიჯეიშვილის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა. რომელშიც 22გუნდი მონაწილეობდა. ნახევარ ფინალში 4 გუნდი ჭაბონამა, ბერდიანსკი, რაიონსკი და არისტოკრატები გავიდნენ. ფინალი არისტოკრატთა გოლებით დაიწყო, მაგრამ ორ ბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა ჭაბონამამ შეძლო და თამაში ანგარიშით 3-2 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშე გიო თელია გახდა ბომბარდირი -დათო კუკულაძე. მეორე ადგილზე არისტოკრატები ხოლო მესამეზე რაიონსკი გავიდა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები მედლები და თასები გადაეცათ.ტურნირს ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან”, გიგა ბოკერიას ესწრებოდა
იხილე მეტიაქტიურ ფაზაშია ფოთის ავტოპარკის მშენებლობა. სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი, არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ 10 ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომლებსაც მიმდინარე წელს ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში ქალაქი მიიღებს. ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. ახალი ავტობუსები ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
იხილე მეტი