სიახლე 

ფოთში კორონავირუსი “ევექსის” 3 ექთანს დაუდასტურდა 06 10 20

ფოთში, კოვიდ კლინიკის სამ ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა ორი ფოთელია, ერთი კი სუფსიდანაა ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. ამ დროისთვის ფოთის კოვიდ კლინიკაში 19 პაციენტია მოთავსებული მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 309 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 17 დადებითია აქედან 9 შემთხვევაზუგდიდს უკავშირდება სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 186 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 78 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

მსგავსი სტატიები