სიახლე 

დავით სარსანია დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა 3 09 20

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები აქტიურად ემზადებიან. დღეს ჩვენი ჯგუფი დამოუკიდებელ კანდიდატს ფოთის ყოფილ მერს დავით სარსანიას გაესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დებატებში გამოიწვია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნებისთვის ემზადებიან 3 09 20

არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია, ის 31ოქტომბერს ჩატარდება. ჩვენი ჯგუფი დღეს ფოთის 70 საარჩევნო ოლქში იმყოფებოდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას თქმით, საარჩევნო კომისია მზად არის შესაბამისი ვალდებულები დადგენილ ვადაში შეასრულოს. აღსანიშნავია რომ, პროექტის ,,ვესაუბრებით ამომრჩეველს“ ფარგლებში 5და 6 სექტემბერს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. არჩევნები პროპორციული სისტემით 120/30ზე ჩატარდებ

იხილე მეტი

რა რეგულაციები იქნება კორონა ვირუსის გამო ფოთის სკოლებში 02 09 20

„გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“რა რეგულაციები იქნება კორონა ვირუსის გამო ფოთის სკოლებში , ამ და სხვა საკითხებზე ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნაციონალები არჩევნებისთვის ემზადებიან 02 09 20

არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია ის, 31ოქტომბერს ჩატარდება. თუ როგორ ემზადებიან პოლიტიკური პარტიები, რა გეგმები და მოლოდინი აქვთ მათ. ამ საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას თქმით, შტაბი უკვე ფუნქციონირებს და ისინი აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რათა ქვეყანამ წინსვლის პროცესი განიცადოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი კარატისტები შეკრებაზე იმყოფებოდნენ 02 09 20

კარატე-დოს ფოთის ფედერაცია მუხურში შეკრებაზე იმყოდებოდა, სადაც მონაწილეობა ფოთის სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო. კარატე დოს ფოთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბაჩუკი სულამანიძეს თქმით, სპორტსმენთა მომზადება ღია სივრცეში მთელი ზაფხულის პერიოდში აქტიურად მიდინარეობდა და „კოვიდ19“ გამო მათ ვარჯიში არ შეუწყვეტიათ. ბაჩუკი სულამანიძის განცხადებით მსგავსი შეკრებები ხელს უწყობს მოსწავლეთა როგორც ფიზიკურ ასევე ტექნიკურ მომზადებას

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „თავისუფალი საქართველო“- ს მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს 02 09 20

დღეს ფოთში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მანდატისთვის ფოთიდან პედაგოგი თამარ ფაჩულია იბრძოლებს. მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით პარტიის ლიდერები და დეპუტატობის კანდიდატი გამოვიდნენ. მათ შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კუნძულის სანაპიროზე ბულვარის მოწყობა გრძელდება 02 09 20

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 2 000 მეტრიან ზოლზე მოეწყო შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო საფეხმავლო და საავტომობილო გზები, აშენდება სავარჯიშო ზონები, საჩრდილობლები, დამონტაჟდება სასმელი წყლის შადრევნები, მიმდინარეობს სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა. პროექტი კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ევროპულმა საქართველომ“ ფოთში,“ხელშეკრულება ხალხთან“ წარადგინა 01 09 20

ევროპულმა საქართველომ ფოთში,მალთაყვაში „ხელშეკრულება ხალხთან“, წარადგინა რომელიც გაფორმდება საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან. ევროპული საქართველოს „ხელშეკრულება ხალხთან“ მოიცავს სხვადასხვა პუნქტს, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესრულდება. ხელშეკრულებაში შესულია ყველა ის კომპონენტი, რომლის შესრულების ვალდებულებასაც ევროპული საქართველო გამარჯვების შემთხვევაში დეკლარილებულად აპირებს.ხელშეკრულებას ხელს ევროპული საქართველოს თავჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტიის გენერალური მდივანი, გიგი უგულავა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია აწერენ.დოკუმენტი ყველა მოქალაქეს საარჩევნო პერიოდში გადაეცემა.ევროპულმა საქართველომ ასევე წარადგინა ვალდებულებათა ბარათი, რომლის მიხედვითაც პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, გარკვეულ ვალდებულებას იღებს.

იხილე მეტი