„გპასუხობს ექიმი“ – 17 02 22
კორონავირუსთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ? ,,გპასუხობთ ექიმი”
იხილე მეტიკორონავირუსთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ? ,,გპასუხობთ ექიმი”
იხილე მეტისამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღა” რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ერთად გთავაზობთ გადაცემას ,,გპასუხობს ექიმი”გადაცემაში ექიმების და ეპიდემიოლოგების ჩართულობას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს
იხილე მეტიქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ოთარ ხარჩილავა, კოლექტივს, ფოთის , მუნიციპალიტეტის კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვის ,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ წარუდგინა.ოთარ ხარჩილავამ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა ქალაქის მერს, ბექა ვაჭარაძეს გადაუხადა.ახალი ხელმძღვანელი დარბაზში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ყურადღება საგამოფენო სივრცის მობილურობაზე გაამახვილა, ასევე აღნიშნა,რომ საგამოფენო დარბაზის გადატანა , უახლოეს მომავალში ყოფილი უშიშროების შენობაში იგეგმება, რომელიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესშია. ,, უფრო მიმზიდველი გარემო უნდა შევქმნათ და უფრო მეტი ლამაზი გამოფენა მოვაწყოთ ,თამამად შემიძლია გითხრათ,რომ ეს აიპი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამ ქალაქში, რასაც ჩემი ენერგია და…
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. „დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე”, – განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი…
იხილე მეტიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას თქმით პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა…
იხილე მეტისამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღა” რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ერთად გთავაზობთ გადაცემას ,,გპასუხობს ექიმი”.გადაცემაში ექიმების და ეპიდემიოლოგების ჩართულობას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს
იხილე მეტიგაყავს თუ არა რუსეთს ჯარები უკრაინის საზღვრიდან? – სტუდია ვაშინგტონიბაიდენი: ჩვენ ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსული შენაერთები ბრუნდებიან საკუთარ ბაზებზე ; პუტინის თქმით, დასავლეთი კრემლის მოთხოვნებს არ პასუხობს ; ნატო რუსეთს მოუწოდებს დეესკალაცია ქმედებებით დაამტკიცოს – ამ და სხვა თემებზე გიყვებით გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”
იხილე მეტისაზარელი შემთხვევა ფოთში,გუშინ, დევნილთა დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ჩვილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ იპოვეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.რამდენიმე საათის დაბადებული ბავში გაგუდული იყო და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით: ახალშობილის 27 წლის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.ერთ-ერთი ვერსიით, ქალი დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.არსებობს ვარაუდი, რომ დედას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა.
იხილე მეტისამეგრელოში,კერძოდ ზუგდიდში ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა გაიხსნა,რომელშიც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის შესწავლა უფასოდ შეეძლება.სკოლის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექცია ესწრებოდა. აღსანიშნავია,რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში სულ 29 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს.
იხილე მეტი