დღეს ფოთში აფხაზეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ 23 02 22
დღეს ფოთის მე-2 საბავშვო ბაღში აფხაზეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ მათ ბაღის აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
აქტივობა საქველმოქმედო ხასიათისაა და მისი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნილი ბავშვების წახალისებაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას განცხადებით: დევნილი ბავშვების გახარება და მათზე ზრუნვა ერთ -ერთი მთავარი პირორიტეტია და მსგავსი ღონისძიბები მომავალშიც გაგრძელდება.
აღსანიშნავია რომ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდენ.