სიახლე 

ფოთში საკრებულოს 26-ე სხდომა გაიმართა 25 11 19

დღეს ფოთში საკრებულოს 26-ე მოწვევის სხდომა გაიმართა. 1 საკითხი 2020 წლის ბიუჯეტს შეეხებოდა და მიიღეს გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის მერისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. სხდომაზე საუბარი იყო ქალაქ ფოთში მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისთვის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელსაც დეპუტებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. დეპუტატებმა სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს 25 11 19

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ტერმინალი კონტეინერებითაა გადატვირთული, ავტომანქანების იმპორტიორები კი თვეობით ელოდებიან რიგს. მამუკა ხორავას განცხადებით ეს მას საფუძვლიან ეჭვის საბაბს აძლევს იმის თაობაზე, რომ მდგომარეობა ხელოვნურადაა შექმნილი და ამით ფოთის პორტი სარგებელს ხედავს, რადგანაც კონტეინერების ტერმინალზე დაყოვნებისას ავტომანქანების იმპორტიორებს გარკვეული ჯარიმებისა და გადასახადების გადახდა უწევთ. ჩვენ დავუკავშირდით ფოთის საზღვაო ნავსადგურს და მათ პოზიციას აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მშობლიურ სკოლაში სამბისტ გივი ნადარეიშვილს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს 25 11 19

ფოთის მერვე საჯარო სკოლაში სპორტსმენ გივი ნადარეიშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მას კორეაში მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და სკოლის სახელით საჩუქრები გადასცეს. შეხვედრას გივი ნადარეიშვილის თანაგუნდელი მსოფლიო ჩემპიონი, ჯაბა თურქიაც ესწრებოდა. სპორტსმენებმა აქციის ოგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და სურვილი გამოთქვეს მსგავსი ღონისძიებები ყველა წარმატებული სპორტსმენისთვის განხორციელდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქალთა კლუბის მორიგი შეკრება გაიმართა 25 11 19

დღეს ფოთში გალერია 34-ში პროექტის ,,ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. 1 საკითხი 16 დღიან კამპანიას ეხება, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ფონდი სოხუმის მცირე პროექტის ფარგლებში გაიმართა 3 წუთიანი ფილმის ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში“ ჩვენება, რომელმაც დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილე მეტი
სიახლე 

დაპირისპირება “ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფოთში 22 11 2019

დღეს ფოთში, ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ბიუროს კარზე ბოქლომის დადება მოითხოვეს, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ოპოზიციას მობილიზებულნი დახვდნენ. აქციაზე, მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალ დამცავებმა მათ შორის კორდონი გააკეთეს, აქტივისტები შენობაში არ შეუშვეს და ბოქლომის დადების საშუალება არმისცეს. დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, რომ აქციები მანამ გაგრძელდება სანამ ბიუროს კარებს ბოქლომს არ დაადებენ. აქტივისტებმა მერიის ადმინისტრაციული შენობიდან პროკურტურის შენობისაკენ გადაინაცვლეს. რაც შეეხება პროკურატურას, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი შესასვლელთან…

იხილე მეტი
სიახლე 

საბიბლიოთეკო დარბაზში წიგნის – “ჩვენ შევაჩერებთ დროს” პრეზენტაცია გაიმართა 21 11 19

ფოთში პროექტის ,,ჩვენ შევაჩერეთ დროს“ფარგლებში ესეების და ნახატების კონკურსი გაიმართა. რომელშიც საჯარო სკოლის 22მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში საბიბლიოთეკო დარბაზში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორთა განცხადებით ,,ჩვენი ქალაქი ბევრი ახალგაზრდისთვის ტრამპლინი იყო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. დრო იცვლება, თაობები იცვლებიან თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ ,არიან და მუდამ იქნებიან.“ სწორედ ეს დაედო საფუძვლად პროექტის იდეას გამოვლენილიყო ნიჭიერი, შემოქმედი მოსწავლეები, რომ მათ ერთმანეთისთვის და საზოგადოებისთვის გაეცნოთ საკუთარი აზრები. ორგანიზატორებმა მადლიერება გამოთქვეს მხარდამჭერების მიმართ რომლთა კეთილი ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ იდეის განხორციელება.

იხილე მეტი
სიახლე 

„SIDA“- პროექტის შეჯამება ფოთში 21 11 19

საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში SIDA-ს მიერ დაფინასებული პროექტის შემაჯამებელ შეხვედრა გაიმართა . შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელმა საერთაშორისო კოორდინატორმა სტეფან ედელსვარდმა ვრცლად ისაუბრა ორწლიანი პროექტის მიმდინარეობასა და დასკვნითი ეტაპის შესახებ. განხილულ იქნა პროექტით გათვალისწინებული თითოეული დეტალი და გაკეთდა მიღწეული შედეგების ანალიზი. შვედეთის ქალაქ ოსტამარის წარმომადგენლებმა SIDA -ს დახმარებით ფოთში ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაარსება და სოციალური მუშაკების დატრენინგება განახორციელეს. შეხვედრა ხმაურის გარეშე არ დასრულებულა, ასოციაცია ,,თავისუფალი თაობის-ს გამგეობის თავმჯდომარემ შორენა მირცხულავამ ფოთის მერს ,,მულტიფუნქციური სოციალური სახლის“ პროექტის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მოსთხოვა. დასასრულს იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც შესაძლოა მომავალში დაიგეგმოს.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 20 11 2019

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა გამოქვეყნა. მთავარი საკითხი რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, კვლავ ეკონომიკური მდგომარეობა და სამუშაო ადგილებია. კვლევამ ასევე აჩვენა მოსახლეობის მხარდაჭერა პროპორციული საარჩევნო სისტემისადმი. მოსახლეობის 68 პროცენტს პროპორციულის მოთხოვნის შესახებ სმენია და მათგან 78 პროცენტი მას ემხრობა.  „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია, კვლევის მთავარ მიგნებებზე ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელს, სტივენ ნიქს ესაუბრა.  ვაშინგტონში მიმდინარე იმპიჩმენტის მოსმენების კვალდაკვალ, რომელიც შეისწავლის ეცადა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და უკრაინას დახმარების სანაცვლოდ, მისი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კომპრომატის მოპოვება სთხოვა, აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუს სეპარატისტებთან ბრძოლა გრძელდება.…

იხილე მეტი
სიახლე 

გადაცემა “მე აქტიური მოქალაქე” (ფოთი) 19 11 19

სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა „მე აქტიური მოქალაქე“. გადაცემაში ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობაზე გაიმართა დისკუსია, რომელსაც ასოციცია „დეა“ ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს 25-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 21 11 2019

დღეს ფოთის საკრებულოს 25რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სადაც დეპუტატებმა ერთი საკითხი განიხილეს. კერძოდ ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობის და მიმდებრე მიწის ნაკვეთის ბათუმის სახელმწოფო საზღვაო აკადემიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. სხდომის დასასრულს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა განცხადებები გაკეთეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობა წლებია სავალალო მდგომარეობაშია და მოსახლეობისათვის საფრთხესაც წარმოადგენს.

იხილე მეტი