სიახლე 

მედია რაუნდი “წითელი ჯვრის” ზუგდიდის ოფისში 05 12 2019

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის ჟურანლისტებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მათ 2019 წლის პირველი ნახევრის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება და მათი ოჯახების საჭიროებები, ოჯახური კავშირების აღდგენა და პაციენტების გადაყვანა გამყოფი ხაზის გადაკვეთით, თავისუფლებააღკვეთილი პირების ოჯახებთან დაკავშირება, უმწეოთა დახმარება, საერაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთა მოგვარებაშიც წითელი ჯვრის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 1863 წელს დაარსდა. ის არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ჰუმანიტარული მისია. ეს მისია გულისხმობს შეიარაღებული კონფლიქტებისა და სხვა ძალადობრივი სიტუაციების მსხვერპლთა სიცოცხლისა და ღირსების დაცვას და მათთვის დახმარების აღმოჩენას.

მსგავსი სტატიები