შავი ზღვის დაბინძურების საფრთხეები

წელს, ფოთში შავი ზღვის აუზში უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ნავთობპროდუქტებით და სამეურნეო-ფეკალური წყლებით დაბინძურების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ზღვის სანაპიროზე მყარი ნარჩენების დიდი ოდენობაც გვხვდება. ყოველდღური მოხმარების საქონელი კი, ზღვაში მოხვედრისას ყველა ზღვის ბინადარისათვის საშიშროებას წარმოადგენს. დაკლიკეთ სურათზე და ნახეთ სრული სტატია. ⤵️

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკალათბურთო ტურნირი გაიმართა 20 11 19

ფოთის საკალათბურთო დარბაზში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ტურნირი გაიმართა. საჯარო სკოლების გუნდები ერთმანეთს მინი კალათბურთში 3X3-ზე დაუპირისპირდნენ. ვაჟებში პირველობა არავის დაუთმო მე-3 სკოლის გუნდმა, მეორე და მესამე ადგილებზე კი მე-15 სკოლის პირველი და მეორე გუნდები გავიდნენ, გოგონათა შორისაც პირველობა მე-3 სკოლელებმა მოიპოვეს, მეორე ადგილის მფლობელი მე-5 სკოლის გუნდი გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე კი მე-6 სკოლის გუნდი გავიდა. პირველ ადგილზე გასული გუნდები 2020 წლის აპრილში რეგიონალურ ტურნირში იასპარეზებენ

იხილე მეტი
სიახლე 

შემოდგომის ზეიმი ფოთის მე-4 სკოლაში 20 11 19

ქალაქ ფოთის მეოთხე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება სახელწოდებით ,,ჟამი ფოთოლცვენისა“ ჩაატარეს. მათ სხვადასხვა მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. მასში როგორც ქართული, ასევე რუსული სექტორის დაწყებითი კლასები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების დასასრულს, მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა გივი ხომერიკმა ამავე კლასის დამრიგებლები ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელებით დააჯილდოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

“მის და მისტერ ფოთი 2019” 20 11 19

ფოთში საქართველოს ეროვნული ფილარმონიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობისა და სტუდია “თეთრი თოლიას ” ორგანიზებით სილამაზის კონკურსი “მის და მისტერ ფოთი-2019” გაიმართა . მასში 30 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას . უფროს ასაკში “მის ფოთი 2019” 15- წლის ვერონიკა კარანაძე გახდა. “მისტერ ფოთი 2019” კი 12 წლის ოთო გუნცაძე. ასევე გამოვლინდნენ უმცროსი ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის გამარჯვებულებიც . წარმატებას გიგა შავაძემ და მაშო გუდავაძემ მიაღწიეს. გამარჯვებულებს ორგანიზატორების მიერ დაწესებული პრიზი – ბულგარეთის საგზურების წილობრივი დაფინანსება გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

“შშმ ბავშვთა დღის ცენტრის“ დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართება 19 11 19

კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის მიერ მართული სახელმწიფო პროგრამის ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის“ მომსახურების დიდი ნაწილი დონორებისა და სპონსორების შემოწირულობებით იფარება, ერთ-ერთი მსხვილი ხარჯი, რომელსაც ფოთის მერია ფარავდა ბოლო წლები , არის კომუნალური გადასახადები. სამწუხაროდ მერიის მიერ გამოყოფილი თანხა ამოიწურა და დღის ცენტრს არ აქვს შესაძლებლობა, წლის ბოლომდე დარჩენილი სამი თვის განმავლობაში დაფაროს კომუნალური ხარჯები 4000 ლარის ოდენობით. ფონდი ,,ქველმოქმედი 2015“-ის ინიციატივით და ფოთის დრამატული თეატრის მონაწილეობით 26 ნოემბერს და 6 დეკემბერს საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართება. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხება ,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრს“. მაყურებელს საშუალება ექნება 26 ნოემბერს იხილოს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 161-ე წლისთავი აღინიშნა 18 11 19

ფოთს სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 161 წლისთავთან დაკავშირებით პოლონეთის ქალაქ სუვალკის დელეგაცია ესტუმრა. დაძმობილებული ქალაქის დელეგაციას მერის კაბინეტში ფოთის ხელმძღვანელობა შეხვდა. მათ ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ფოთსა და სუვალკს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი 2016 წელს მოეწერა. პოლონელი სტუმრები ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 161 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის კოშკში ფოთის ისტორიის ამსახველი სამუზეუმო ექსპონატების და ფოტოსურათების გამოფენა მოეწყო. ქალაქის ისტორია ქვიშაზე ასახა ხელოვანმა ნონა გიუნაშვილმა. ღონისძიება კი მუსიკალურად გააფორმა სიმებიანმა კვარტეტმა. აღსანიშნავია რომ 1858 წლის 18 ნოემბერს სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების შესახებ დებულება დამტკიცდა.…

იხილე მეტი
სიახლე 

„ახალგაზრდული იდეა ფოთს“ პროექტით აღმაშენებლის ხიდი გალამაზდება 19 11 19

პროექტის ,,ახალგაზრდული იდეა ფოთს“ შესარჩევი ეტაპი დასრულდა. დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამარჯვებულ იდეას. მოცეკვავე შადრევანი აღმაშენებლის ხიდზე, რომლის ავტორია ცოტნე ხარებავა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა ფერადი ნათურებით განათებული ხიდი არის ულამაზესი სანახაობა, რომელიც ძალიან მალე მოიპოვებს დიდ პოპულარობას, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებში, ისე ტურისტებშიც. ხიდი ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას. მსგავსი ხიდი არის სამხრეთ კორეაში და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. პროექტი ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს“ მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწვეტილების მიღების პროცესში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ოპოზიციონერები რუსთაველის გამზირიდან გვერთვებიან 18 11 19

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა. სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირის გასაწმენდად სპეციალურ ტექნიკას, კერძოდ, წყლის ჭავლის მანქანასაც იყენებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აქციაზე 18 პირი დააკავა. თბილისში ფოთელი ოპოზიციონერებიც იმყოფებიან, სატელეფონო ხაზზე არიან ვახტანგ დარცმელიძე, „ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და დარეჯან ცხვიტარია „ნაციონალური მოძრობის“ ფოთის ორგნიზაციის თავმჯდომარე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

“თეთრი ხალათების” აქციას ფოთელი ექიმები შეუერთდნენ 18 11 19

„თეთრი ხალათების“ აქციას ფოთშიც შეუერთდნენ. ახალგორში, პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, ევექსის ფოთის ჰოსპიტალში, ისევე როგორც საქართველოს 6 რეგიონში 12:00 საათზე, 5 წუთიანი მდუმარე აქცია მოეწყო. აქციას ასევე შეუერთდნენ კლინიკა იკამედის თანამშრომლები, რომლებმაც ანალოგიური აქცია მოაწყვეს. შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, დააპატიმრეს. 15 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მას “საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმ-ტრავმატოლოგი ახალგორის ტერიტორიაზე პროფესიული საქმიანობის შესრულების მიზნით გადავიდა.

იხილე მეტი