სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 28 11 19

ამერიკის შეერთებულ შტატები 2020 წლისთვის ემზადება, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება ამერიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ამერიკის მოსახლეობა შტატების პრეზიდენტს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია და დებატები უკვე დაწყებულია. კანდიდატები საარჩევნო პროგრამის გარდა ერთმანეთის სისუსტეებზეც საუბრობენ და ამ მხრივ ქალ კანდიდატებს განსაკუთრებით ესხმიან თავს. როგორია ქალი კანდიდატების როლი საარჩევნო რბოლაში და როგორ გადაწყვეტენ არჩევნების როლს ქალი ამომრჩევლები. ამის შესახებ ჩვენს სიუჟეტში მოგიყვებით. ამერიკაში მადლიერების დღეს ზეიმობენ. ეს დღე წელიწადში ერთხელ, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება. ტრადიციულად, მას მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად ზეიმობდნენ. მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ამერიკაში ეს დიდი დღესასწაული და დასვენების დღეა. ტრადიციულად ამ დღეს ოჯახები ერთად აღნიშნავენ და აუცილებელ კერძს, ინდაურსაც ამზადებენ. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ოჯახს გემრიელი სადილით გაუმასპინძლდეს. ასეთია ადამიანებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა, სადაც მოხალისეები მათთვის პროდუქტს აგროვებენ და მადლიერების დღისთვის აუცილებელ პროდუქტებს უფასოდ გადასცემენ. მადლიერების დღესა და ახალ წელს შორის თვეებში, ამერიკელები, დაახლოებით 25 პროცენტით მეტ ნაგავს ყრიან, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს. ქალაქი ნიუ-იორკი ცდილობს ეს შეცვალოს და ცდილობს ნაგავი შეამციროს, ნივთები ხელმეორედ გამოიყენოს და გადაამუშაოს იმის იმედით, რომ ერთ დღესაც, ნაგვად აღარაფერი გადაიყრება. „სტუდია ვაშინგტონი“ „ამერიკის ხმის“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი ეთერში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გადის.

მსგავსი სტატიები