კლიმატის ცვლილება, რაც უფრო შორს, მით უფრო ახლოს — მსჯელობენ ჟურნალისტები
„ესაა დრო, როცა არქტიკა დადნა და ტემპერატურამ ელვის სისწრაფით მოიმატა; ესაა დრო, როცა პლანეტამ ნაწილებად დაშლა დაიწყო, როცა ფუტკრების პოპულაცია უეცრად განახევრდა.“— ბილ მაკკეინი, „ნავთობი და თაფლი“ „მოსახლეობას და მათ შორის ჩვენ, ჟურნალისტებსაც, გვგონია, რომ კლიმატის ცვლილებები, რაც ხდება და სადაც ხდება, ჩვენგან შორს არის — როგორც დროში, ისე სივრცეში,“ — ამ სიტყვებით გაიხსნა მსჯელობა, სადაც დასავლეთ საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები კლიმატის ცვლილებების გაშუქების პრაქტიკაზე მსჯელობდნენ. ფოთში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებმა, საკუთარი გამოცდილების გაზიარების გარდა, გარემოს დაცვასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, გაშუქების პრობლემებსა და საჯარო გადაწყვეტილებების საჯარო განხილვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. რატომ…
იხილე მეტი