სიახლე 

ფოთში ჭადრაკის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი დაიწყო 08 02 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, მასში რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან 75-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ტარდება. როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, 16 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი ფიდეს რეიტინგით ითვლება. ამ ტურნირით გამოვლინდებიან ის მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს უმაღლესი ლიგის ტურნირის საგზურს მოიპოვებენ. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 08 02 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 9 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით დრო გამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და მინიმალური +7 ° დაფიქსირდება. 9 თებერვალს ცვალებადი ქარი იქროლებს 5-10მ/წმ სიჩქარით.ძირითადად ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დღე-ღმის განმავლობაში მცირე ნალექი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +9 ° 11 °; ღამით კი + 7 ° + 9 ° იქნება. 10 თებერვალს სამხრეთის ქარი დაფიქსირდება, რომელიც 15 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +11 გრადუსი, ხოლო ღამით +7 +10 გრადუსი დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ 6 02 19

ფოთში, 44 წლის ლელა ანჯაფარიძის გარდაცვალებაში, ოჯახის წევრები ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალს ადანაშაულებენ.ისინი მომხდარი ტრაგედიის მიმეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ.მათი განცხადებით 44 წლის ქალბატონს ბრმა ნაწლავის ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთდა, რამაც ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვია. გარდაცვლილის ახლო ნათესავები საავადმყოფოს დახურვას და ექიმების დასჯას მოითხოვენ. „პაციენტი როდესაც სასწრაფომ დილის 4 საათისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა, რატომ არ მოახდინა მორიგე ექიმმა მყისიერი რეაგირება? რატომ არ გამოიძახა 10 საათამდე ექიმები და სასწრაფო ოპერაცია რატომ არ გაუკეთდა დროულად? როგორც მეუღლეს უთხრეს, ბრმა ნაწლავი იყო გამსკდარი და ჟონავდაო. დაგვიანებული ოპერაციის გამო ორგანიზმი მოეწამლა. შემდეგ მესამე დღეს გამოწერეს, ისე რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება 6 02 19

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით და სრული დაფინანსებით, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩატარდება. სამუშაოები 2019 წლის მე-2 კვარტლიდან დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის თანამშრომლების ქონების დეკლარაციებში ხარვეზები გამოვლინდა 6 02 19

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ფოთის მუნიციპალიტეტის 7 თანამდებობის პირს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქს შევსებული. გამჭვირვალობის თანახმად, მერის პირველ მოადგილეს კოტე თოფურიას და მერიის ექვს თნამშრომელს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მათ საკუთერბაში არსებული გარკვეული ქონების ნაწილი არ მიუთითებიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის კომპანიები , რომლებიც დეკლარაციაში არაა შეტანილი, დაარსების დღიდან არ ფუნქიონირებენ. „კომპანიები, რომლებიც ჩემს დეკლარაციაში შევსების დროსაა გამოტოვებულია, ყველა უმოქმედოა. როგორც მახსოვს ამ კომპანიებს დაარსების დღიდან სამუშაოები არ უწარმოებიათ. ეს კომპანიები არასოდეს დაუჯარიმებიათ, რაც იმას მოწმობს, რომ ყველა უფუნქციოა. ამის შესახებ ეცნობა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მოქალაქეები ქაღალდის პირადობის შეცვლას უფასოდ შეძლებენ 05 02 19

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. როგორც იუსტიციის სახლში განაცხადეს, საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემულია. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მე-8 დღეა მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ 05 02 19

ფოთში მერვე დღეა მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში როგორც რიონში, ასევე ზღვის აკვატორიაში მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიშა ფეიქრიშვილის განაცხადებით, გარდა ცოცხალი ძალისა, პროცესში ჩართულია ტექნიკაც, მათ შორის ნავები და სკუტერები, რომლითაც ხდება მდინარესა და ზღვის სანაპიროზე პატრულირება. მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, ყველა შესაბამისი უწყებაა გაერთიანებული.გარდა ამისა ადგილზე რჩება 30-მდე მაშველი , მათ შორის არიან მყვინთავები თბილისიდან და ბათუმიდან. სამაშველო ჯგუფებისთვის გარკვეული პირობების შექმნის მიზნით მდინარის სანაპიროზე კარვები გაიშალა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 04 02 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 5 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +170 დაფიქსირდება. 5 თებერვალს აღმოსავლეთის ქარი დაქროლავს 18მ/წმ სიჩქარით.ძირითადად ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დღე-ღმის განმავლობაში უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +14 ° 16 °; ღამით კი + 8 ° + 10 ° იქნება. 6 თებერვალს აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 17 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17 გრადუსი, ხოლო ღამით +9 +11 გრადუსი დაფიქსირდება. 7 თებერვალს ცვალებადი ქარი იქროლებს…

იხილე მეტი
სიახლე 

,,თეატრი მოდის თქვენთან” ფოთელი მსახიობების აქცია 04 02 19

„თეატრი მოდის თქვენთნ“ ამ სახელწოდებით გამართული აქციის ფარგლებში, ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრი, N2 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ესტუმრა. თეატრის დასმა ნორჩი მაყურებლის წინაშე მარიონეტული სპექტაკლი _ „ნაცარქექია“ წარადგინა. „ნაცარქექია“ ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლია, რომელიც ფოთის თეატრში შარშან ბახვა წერედიანის რეჟისორობით დაიდგა. აქციის ფარგლებში, ფოთელი მსახიობები სპექტაკლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აქტიურად მართავენ. მსახიობების თქმით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და შესაძლებლობა არა აქვთ, საკუთარ სცენაზე ითამაშონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კანალიზაციის პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს 04 02 19

ფოთში, წყალარინების ქსელის პროექტის მიმდინარეობას საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, სამუშაოები საკმაოდ ნელი ტემპით ხორციელდება, მის თქმით ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ტენდერში გამაჯვებული კომპანია დამატებით რამდენიმე ქვეკონტრაქტორი კომპანიის შემოყვანას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. გრუნტის დამუშავება და მილების ჩადება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. სამუშაოები ქალაქის სამ ლოკაციაზე: ნაბადის, მალთაყვის უბნებში და მეშვიდე კილომეტრთან ერთდროულად ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს, მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

იხილე მეტი