სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს 12 02 19


ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი დასრულდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, წარმატებით იასპარეზეს და 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, 16 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი ფიდეს რეიტინგით დაითვალეს. გამარჯვებულებმა, საქართველოს უმაღლესი ლიგის ტურნირის საგზური მოიპოვეს. საპრიზო ადგილის მფლობელები ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის მოადგილეებმა დააჯილდოვეს. ასევე, ოქროს მედლები მოიპოვეს ელენე წოწონავამ (16წ გოგონები), ანა სანიკიძემ (12წ გოგონები), 7-დან 7 ქულით გაგა გვასალიამ (8წ ჭაბუკები), მარიკა ბართაია (8წ გოგონები). ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ ლიზი ფოჩხუა (16წ გოგონები) და ნია ჭითანავა (8წ გოგონები). ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ გიორგი კვარაცხელია (12წ ჭაბუკები) და სალომე ლემონჯავა (8წ გოგონები). ჩემპიონატში, რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 75-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა.

მსგავსი სტატიები