სიახლე 

ხობში მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა 06 07 18

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს რამდნიმე დღის წინ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რის გამოც, მან გუშინ პროტესტის ნიშნად, ავტომობილი დაწვა. როგორც „ მეცხრე ტალღას“ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსმასახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება“) დაიწყო. ფაქტის ამსახველი ფოტო „მეცხრე ტალღას“ ერთ-ერთ თვითმხილველმა მოაწოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეროვნული გამოცდები გრძელდება 06 07 18

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებდნენ. როგორ მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი ფოთის მესამე საჯარო სკოლაში დეტალები ნახეთ სიუჟტეში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის მეორე ეტაპი გურიაში 06 07 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება – გურიაში გამართულ შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პირველი ფაზა შეაჯამეს და შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის პლანტაციების შემდეგ სიმინიდის ყანების წამლობა იწყება, ასევე ქიმიური პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები, ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს,პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება. სეს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა მანამდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით…

იხილე მეტი
სიახლე 

ბელა ალანიას პოეზიის საღამო ფოთში 05 07 18

დღეს ფოთში კულტურის სახლში ბელა ალანიას  შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც მისი მეგობარი პოეტები  მაია ხოფერია, თემურ ცერცვაძე და ჯუბა ღებელი ღებულობდნენ მონაწილეობას. საღამოზე პოეტმა ბელა ალანიამ მისი ახალი კრებულის პრეზენტაცია გააკეთა და შემოქმედებიდან მაყურებელს რამდენიმე ლექსი წაუკითხა. ბელა ალანიას შემოქმედებითი საღამო ხვალ 6 ივლისს. ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში , 5 საათზე გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კინო ჩვენებები გაიმართება 05 07 18

ქალაქ ფოთის მერის ინიციატივით 6 ივლისიდან, სახელოვნებო ცენტრი გთავაზობთ ყოველი კვირის პარასკევს, შაბათსა და კვირას უფასო კინო ჩვენებას. სადაც დიდ ეკრანზე თქვენ შეგიძლიათ უყროთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ანიმაციურ, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს ქართული გახმოვანებით.გაცნობებთ რომ აგვისტოს თვის განრიგი მაყურებელს შეუძლიათ თავად შეადგინოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთის ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია 04 07 18

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი  სამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ” კოლხეთი 1913″-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას. უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ “კოლხეთი 1913”-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა კოლხეთი 1913-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ემუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე “კოლხეთი 1913”-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორისმახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ტრენინგი პედაგოგებისთვის ფოთში 04 07 18

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის მხარდაჭერით, კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიულ უნარებში ორ დღიანი ტრენინგი უტარდებათ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სანიაღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს 04 07 18

ფოთში, ნაბადის უბანში სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გათიბივისა და გარე განათების სამუშაოები ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

“ხამსიშვილების” შემაჯამებელი შოუ-პროგრამა ფოთში 03 07 18

ქ. ფოთის სახელოვნებო ცენტრთთან არსებულმა ნორჩ-იუმორისტთა ჯგუფმა ,,ხამსიშვილებმა“ გუშინ ფოლკოლორის ცენტრში საზაფხულო შოუ-პროგრამა წარადგინეს. მაყურებლის წინაშე ღონისძიების მონაწილეებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს და მათი მოწონებაც დაიმსახურეს.

იხილე მეტი