სიახლე 

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მე-4 დღე 16 07 18

უკვე მეოთხე დღეა ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს. ტრადიციულ შეჯიბრში წელს 350-მა მონაწილემ მოიყარა თავი. თამაშები ორ ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფესტივალის მთავარ A ტურნირს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბის სატურნირო დარბაზი, B და C, D ღია და ასაკობრივ ტურნირებს კი დარბაზი “მონოპოლი” მასპინძლობს. დღეს ორივე ლოკაციაზე იმყოფებოდა ქალაქის მერი, ის ორგანიზატორებს შეხვდა და საჭადრაკო ფესტივალის მიმდინარეობით დაინტერესდა. გოჩა კურდღელიამ A ტურნირში პირველ დაფაზე სიმბოლური სვლაც გააკეთა.  ფესტივალის ფარგლებში დღეს ბლიც ტურნირი გაიმართება. ფესტივალი კი 20 ივლისს დასრულდება და საზეიმო ვითარებაში დაიხურება. გამარჯვებულები თასებით, დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდებიან. ფესტივალის საპრიზო ფონდის წელს 45 ათას ლარს შეადგენს

მსგავსი სტატიები