მონადირეების აქცია ფოთში

ფოთში 300-მდე მონადირემ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივმა და გურიიდან ჩამოსულმა მონადირეებმა კანონში ცვლილების შეტანა მოითხოვეს, მათი განცხადებით კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვები აქვთ, კერძოდ, პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და ნადირობისთვის ნებადართულ ადგილამდე მიტანა ეკრძალებათ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა აკაკის ქუჩის მიმდენბარე ტერიტორიიდან, კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაინაცვლეს, სადაც ფოთის მერის მოადგილეებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდენენ. შეხვედრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ მოგვარდება, რადგან მას კანონმდებლობა არეგულირებს. მონადირეებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ თუ ეს საკითხი დადებითად არ გადაწყდება, საპროტესტო აქციებს ისევ განაახლებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტრენინგი გაიმართა

ფოთში ტრენინგი სახელწოდებით ,,დებატების ხელოვნება და ემოციური ინტელექტი\” გაიმართა, რომელსაც ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის 80- მდე მოსწავლე ესწრებოდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს „სი დი ეს აი“-ს დამფუძნებელი მანჩო კობიძე ესაუბრა .შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ტრენინგი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჯი ეი თის\” და ქალაქ ფოთის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩემპიონატი იმართება

ფოთის საჭადრაკო კლუბში \”ნანა\”-ს სატურნირო დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი იმართება. შეჯიბრება ასაკობრივ ჯგუფში 27 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება. მასში ფოთის, ზუგდიდის, ხობისა და სენაკის 70-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სამბისტის გივი ნადარეიშვილის წარმატება

ფოთელმა მოჭიდავემ გივი ნადარეიშვილმა საქართველოს 2018 წლის ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ის 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ჩემპიონატი თბილისში ,,ნიუ თბილისის”არენაზე გაიმართა, რომელშიც საქართველოს საუკეთესო სამბისტები მონაწილეობდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხაიძე და შპს \”საქართველოს მელიორაციის\” გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია, მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალმარეგურილებელ ნაგებობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ობიექტი შპს \”საქართველოს მელიორაციის\” საკუთრებაში 2017 წლის 1 დეკემბერს გადავიდა. უწყების ინფორმაციით მდგომარეობის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო,რომ წყალდიდობის შემთხვევაში, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების დატბორვის საშიშროება რეალურად არსებობს.მინისტრის მოადგილის განაცხადებით, უახლოეს დღეებში გამოვლენდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია,რომელიც რამდენიმე კვირაში სარეაბილიტაციო სმუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს.ობიექტის რეაბილიტაციისთვის 1 367 815-მდე ლარი დაიხარჯება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტუბრკულოზის სკრინინგის პილოტური პროგრამა იწყება

ფოთში ტუბერკულიოზის, შიდსისა და c ჰეპატიტის გამოვლენისა და სკრინინგის პილოტური პროგრამის განხორციელება იწყება. ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“-ს ხელმძღვანელი ნანა მხეიძე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მეთევზეებმა აქცია გამართეს

ფოთში, მეთევზეებმა აქცია გამართეს. ისინი თევზჭერაზე კვოტების გაზრდას მოითხოვენ.აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამის უწყებებთან შუამავლობა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება მოითხოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი ფოთში

დღეს ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე დისკუსია გაიმათა. შეხვედრა საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ინიციატივით შედგა,რომელსაც მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი, ადმინისტაციული სამსახურის უფროსი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილი იზოლდა ტყებუჩავა დახმარებას ითხოვს

სამაუწყებლო ტელე-რადიო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ოფისში,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა იზოლდა ტყებუჩავამ მოგვმართა.მისი თქმით საცხოვრებელი ფართის ქირისა და კოლუნალური გადასახადების დასაფარავად არანაირი სახსრები არ გააჩნია.ის დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-11 ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

მე-11 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღში სულ ხუთი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია ერთერთი ჯგუფის სამზარეულოს და საპირფარეშოს უტარდება. ბაღის გამგის ნანა ალასანიას თქმით, სარემონტო სამუშაოები დანარჩენ ჯგუფებში ეტაპობრივად განხორციელდება.

იხილე მეტი