ფონდი „ბილივი“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა
ფონდ „ბილივის“ საბინაო მხარდაჭერის კამპანია 2 წელია მიმდინარეობს.
ამ კამპანიის მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა დედების და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა” 40 ზე მეტ სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებისოჯახს გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვადასვა საოჯახო ნივთი.
დღეს, 2 ოჯახი ჩაერთო საბინაო მხარდაჭერის კამპანიაში.
მათ გადაეცათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირველადი საჭიროების ავეჯი და შეშა.