სიახლე 

წიგნის კლუბი “თაბუნის“ კონკურსი ფოთში

წიგნის კლუბი ”თაბუნი“ ფოთში აპლიკანტების მიღებას აცხადებს.
შერჩევა კონკურსის შედეგების მიხედვით მოხდება . თაბუნის მომავალი წევრები ყოველთვიურად უახლეს ბესტსელერებს საჩუქრად მიიღებენ. რეგისტრაციის ბოლო ვადა 31 დეკემბერს იწურება.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო ღონისძიება მე-4 საჯარო სკოლაში

მეოთხე საჯარო სკოლაში პირველი საფეხურის კლასების მოსწავლეებმა, საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით : „ახალი წლის ზღაპარი“ წარმოადგინეს.ბავშვებმა ხალხური და საესტრადო ნომრები შეასრულეს.ღონისძიებაზე ასევე პირველი კლასის მშობლების მიერ შექმნილი,საახალწლო თემატიკაზე შესრულებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ფონდი-2015“-ის აქცია ფოთში

დღეს სოციალურად დაუცველ 12 მარტოხელა მოხუცს, ფონდი \”ქველმოქმედი 2015\” -ს ორგანიზებით შეშა და საახალწლო ნუგბარი დაურიგდა.შეგახსენებთ 25 დეკემბერს არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, საქვემოქმედო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.საქველმოქმედო კონცერტიდან შემოწირულმა თანხამ 800 ლარი შეადგინა.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო ფესტივალი ფოთის საჭადრაკო კლუბში

ფოთის საჭადრაკო კლუბში საახალწლო ფესტივალის
დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლიდერები გამოიკვეთნენ. ღია ტურნირში აკაკი ყალიჩავა ლიდერობს, 9 წლამდე მოჭადრაკეთა შორის დავით ხარშილაძეა საუკეთესო , 7 წლამდე მოჭადრაკეებში ბარბარე კულია, დამწყებ მოჭადრაკეთა სხვადასხვა ტურნირში კი ნიკოლოზ ღვინჯილია, ალექსანდრე შაპოვალოვი,ნია გუჯაბიძე და ვახტანგ მიქიაშვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო ღონისძიება ჰიდროგრაფიულ სამსახურში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდოგრაფიულ სამსახურში საახალწლო ღონისძიება გაიმართა,რომელშიც სამსახურის თანამშრომლების ბავშვებთან ერთად , ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარები და დევნილი ბავშვები იყვნენ მოწვეულები. პატარების საახალწლო განწყობაზე ფოთის სახელმწიფო თეატრის მახიობებმა, გია სურმავამ და ფატიმა აბრახამიამ იზრუნეს. მაყურებლის წინაშე ლექსებითა და სიმღერებით მოწვეული ბავვები გამოვიდნენ ,მათ თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

დასკვნითი კონცერტი ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში პირველი სემესტრის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.მაყურებლის წინაშე სასწავლებლის საფორტეპიანო,საგუნდო, ვოკალური განყოფილებების მოსწავლეები და ხალხურ საკრავთა ორკესტრი გამოვიდა.ბავშვებმა კლასიკური და ხალხური ნაწარმოებები შეასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში

ფოთის სახელმწიფო თეატრში, ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივით, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.საზეიმო კონცერტში ადგილობრივმა ვოკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე მაყურებლის წინაშე მწერალი გურამ ოდიშარია,პოეტი ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი და მსახიობი გუჯა ბურდული გამოვიდნენ. თანაქალაქელებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა და ქალაქის მერმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო კონცერტი ფოთში. 26 დეკემბერი, 2017

ფონდი \”ქველმოქმედი 2015\”–ის ორგანიზებით, არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, საქვემოქმედო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მომავალმა ვირტუოზებმა :
მზეჭაბუკ პაჭკორიამ, სენდი ვართანოვმა, თორნიკე სახოკიამ, თაკო გვასალიამ და
ლიკა ცაავამ მიიღეს მონაწილეობა.საქველმოქმედო კონცერტზე შემოწირული თანხის საერთო ჯამმა 800 (რვაასი) ლარი შეადგინა.
ხვალ ფონდი \”ქველმოქმედი 2015\” საქველმოქმედო კონცერტიდან შემოწირული თანხით (800 ლარი) სოციალურად დაუცველ 12 მარტოხელა მოხუცს უზრუნველყოფს.

იხილე მეტი

ფოთი კირიატ-იამის დელეგაციას მასპინძლობს

ფოთი დამეგობრებული ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის დელეგაციას მასპინძლობს. ქალაქის მერმა მათ ფოთის განვითარების გეგმა და მიმდინარე სოციალურ-კულტურული პროექტები გააცნო. სტუმრებმა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობის ტრადიციაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ ურთიერთობის გაგრძელების უცილებლობაზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა.ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს მე-7 რიგგარეშე სხდომაზე , საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვასილ თოდუამ წარადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 89 ათასი ლარით მეტია. ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხა, 2017 წლის ბიუჯეტში 3 მლ. 880 ათ.ლარი იყო, 2018 წლის ბიუჯეტში კი სავარაუდოდ 5 მლ.78 ათ ლარამდე გაიზრდება.

იხილე მეტი