სიახლე 

თევზის სუნთან დაკავშირებით ფოთის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ფოთის მერის ორგანიზებით, საინიციატივო ჯგუფის წევრები, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების (შპს „ზღვის პროდუქტები“ და შპს „მბმ“) ხელმძღვანელებს შეხვდნენ.მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თევზის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი მძიმე სუნი, მავნეობასთან ერთად უკიდურესად შეურაცხმყოფელია ქალაქის მოსახლეობისათვის. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა ,რომ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით საწარმოს, რომელსაც ეკოლოგიური ნორმები არ ექნება დაცული, მუშაობის უფლება ჩამოერთმევა, მისივე თქმით ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები იქნა აღებული ,პასუხები კი 10 დღეში გახდება ცნობილი. მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ქარხნის წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა, რადგან როგორც მან განმარტა ფოთის მოსახლეობა იმდენად არის გაღიზიანებული, რომ ამ პრობლემას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს. ქარხნის მეპატრონეებმა პირობა დადეს, რომ მომავალი სეზონისთვის ფოთის მოსახლეობას თევზის უსიამოვნო სუნი არ შეაწუხებს.თუმცა სატელევიზიო კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

მსგავსი სტატიები