სიახლე 

ფოთში მე-9 კლასის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

ფოთში მე-11 სკოლის მე-9კლასის მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა, 15 წლის გოგონამ დილით გაკვეთილების დაწყებამდე, საპირფარეშოში სამართებლით მარცხენა მაჯა დაიზიანა,რის შემდეგაც დახმარებისთვის მანდატურს მიმართა. მოსწავლე სამედიცინო დახმარებამ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება გაუწიეს, ამჯერად გოგონა სახლში იმყოფება და მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მან მომხდარის მიზეზად მამასთან კონფლიქტი დაასახელა, თუმცა ამბობს რომ სახლში უთანხმოება ადრე არასოდეს ქონიამე-9 კლასის მოსწავლის მშობლები ირწმუნებიან, რომ შვილთან სერიოზული სახის კომფლიქტს არ ქონია ადგილი .მამამ მას მხოლოდ სიტყვიერი მითითება მისცა, რაც გოგონას განაწყენება გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლთ არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოლკლორულ სტუდია “ამერ-იმერი“ ფოთში

ფოთის სახელმწიფო თეატრმა ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ფოლკლორულ სტუდია \”ამერ-იმერს\”უმასპინძლა. მათ მაყურებლის წინაშე ქართულ -მითოლოგიური სპექტაკლი \”ჭეჭეთობა ღამე\” წარმოადგინეს. სცენაზე ასევე ფოთის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები გამოვიდნენ და ხალხური სიმღერები შეასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი გიორგი ფარღალავა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული ,დაახლოებით ერთი კვირის წინ ფოთის გუნდი \”ჭაბონამა\” გახდა.
ამჯერად ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს,რომელშიც \”ჭაბონამას\” ფეხბურთელი გიორგი ფარღალავა
მონაწილეობს.
მისი მხარდაჭერის მსურველებმა თავიანთი პოზიცია მოყვარულთა თასის ფეისბუქ გვერდზე უნდა დააფიქსირონ

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. 18 დეკემბერი, 2017

ფოთში, აკაკისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე , ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა,შედეგად ერთ-ერთი მანქანის მგზავრი ქალბატონი დაშავდა,ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, დაზიანებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა:
„46 წლის ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავებული,უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა.პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას”.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია

იხილე მეტი
სიახლე 

ბლიც ტურნირი ფოთის საჭადრაკო კლუბში Ana Jaxaia

ფოთის საჭადრაკო კლუბში, ფოთელი მოჭადრაკის, სპორტის ოსტატობის კანდიდატის, ფარვიზ ჩაჩიბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ბლიც ტურნირი გაიმართა. რომელშიცფოთის,სენაკის,ხობის და მარტვილის 30-მდე მჭადრაკე მონაწილეობდა. ბლიც ტურნირში პირველი ადგილი გიორგი გამზარდიამ დაიკავა,მეორე ადგილი _ დათო კოდუამ, ხოლო მესამე ადგილი _ გოჩა ჩაჩუამ. ათ წლამდე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო კახაბერ კიზირია,ვეტერან მჭადრაკეთა შორის კი სენაკელი ზურაბ ლიფონავა.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეცნიერო კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 18 დეკემბერი, 2017

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში,გაიმართა სამეცნიერო კონფერენციათემაზე: ქრისტიანული ფლოსოფიის კლასიკოსები _ ნეტარი ავგუსტინე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შპს „აისბერგ-2“-ის, შპს “შავი ზღვის პროდუქტები“-სა და შპს „მადაის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი ქარხნების სამუშაო და პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესში ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვას შეეხო.
ქალაქის მერი მზადაა ერთობლივი ღონისძიებების გასატარებლად ,რათა დაჩქარდეს პრობლემის მოგვარება . შეხვედრაზე განიხილეს ყველა ფაქტორი, რაც ხელს უშლის თევზის გემებიდან დროულად გადმოტვირთვას, ქარხნებამდე ტრანსპორტირებას და მის დამუშავებას.

იხილე მეტი
სიახლე 

წინა საახალწლო სამზადისი ფოთში

ფოთი ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდება,ეს განცხადება „მეცხრე ტალღასთან“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ გააკეთა.როგორც ის ამბობს,ფერადი, სადღესასწაულო ახალი განათებები, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ ხიდზე დამონტაჟდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მოსწავლეებმა აქცია- მსვლელობა გამართეს

„არა ძალადობას“ ამ ლოზუნგით დღეს თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიის მოსწავლეებმა აქცია- მსვლელობა გამართეს.ბავშვებმა პროტესტი გამოთქვეს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების წინააღმდეგ.როგორც სკოლის დირექტორმა თამარ ფაჩულიამ განაცხადა, მოზარდებში აგრესიას კულტურის დაბალი დონე და გაუნათლებლობა იწვევს.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკის “ნორჩი ელჩები“

ვინ არის ლიდერი და რა ტიპის ლიდერები არსებობენ, ამ თემაზე დღეს კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩ ელჩებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ბავშვებმა სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და საინტერესო დისკუსია გამართეს.

იხილე მეტი