სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა. 28 დეკემბერი, 2017

ფოთის საკრებულოში ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხს ხმაური მოჰყვა. საუბარია 9 აპრილის ხეივანზე მდებარე ათიაათას რვაას შვიდი 10807. 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ეკონომიკის სამინისტროსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე. ოპოზიციამ კატეგორიულად მოითხოვა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განმარტების გაკეთება, თუ რა მიზნით გადაეცემა კონკრეტული ადგილი სახელმწიფოს. საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ ეკონმიკის სამინისტრო ქალაქის და სახელმწიფოს ინტერესებს თანაბრად დაიცავს, ხოლო კონკრეტულად რა უნდა აშენდეს გასხვისებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით უცნობია. საბოლოოდ სხდომაზე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი პროტესტრის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

მსგავსი სტატიები