სიახლე 

ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას ფოთის მე-5 სკოლა დაიცავს

23 ნოემბერს პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი სკოლებს შორის, 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება. თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მიიღებს მონაწილეობას.ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას დაიცავს ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის V საჯარო სკოლის გუნდი.
გაგაცნობთ გუნდის შემადგენლობას: აკაკი ყალიჩავა, გიორგი თადუმაძე, ელენე წოწონავა და ნია დანელია

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე

ფოთის საკრებულოს სხდომაზე,მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევის პროცესი, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკის \\

კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც საინფორმაციო სახის შეხვედრა სკოლის ეკო-კლუბისა და ნორჩი ელჩების პროექტის მონაწილეებს შორის გაიმართა, შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც უკვე განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტები, ასევე სამომავლო ერთობლივი ეკო აქტივობების ჩატარების პერსპექტივები.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ ფოთის საფეხბურთო გუნდი საჩხერის“ჩიხურას“ უმასპინძლებს

„კოლხეთი 1913“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 35-ე მატჩისთვის ემზადება,რომელიც ხვალ 14:00 საათზე „პარკი არენას“ სტადიონზე გაიმართება.ფოთის „კოლხეთი 1913“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 21 ნოემბერი, 2017

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალ სინოპტიკოსები 6 ბალიან შტორმს ელოდებიან.მათი განცხადებით უამინდობა სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

გრიგოლეთში ძლიერი ხანძრის შედეგად მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ძლიერი ხანძრის შედეგად 80 წლამდე მარტოხელა მამაკაცი გარდაიცვალა.
ცეცხლი გამთენიისას მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ შესძლეს. მათი განცხადებით მოხუცი რამდენიმე წელია ელექტროენერგიით არ სარგებლობს, სავარაუდოდ ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტში უკრაინიდან დეპორტირებულები შემოიყვანეს

გუშინ ღამის საათებში ფოთის პორტში ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” შემოვიდა, სადაც უკრაინიდან დეპორტირებული რამდენიმე ქართველი იმყოფებოდა.მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი.უკრაინიდან დეპორტირებული ქართველებს ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

საკვალიფიკაციო ტურნირები ფოთის საჭადრაკო კლუბში

ფოთის საჭადრაკო კლუბში საკვალიფიკაციო ტურნირები მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, მარტვილის და ჩხოროწყუს 60 მოჭადრაკე. ტურნირები გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით თასები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა

ფოთის ახლადარჩეულ საკრებულოს ხმათა უმრავლესობით, ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია უხელმძღვანელებს,თავმჯომარის მოადგილედ, ასევე ფოთის ყოფილი მერი აკაკი დარჯანია იქნა აირჩეული

იხილე მეტი
სიახლე 

საჯარო ლექცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 17 ნოემბერი, 2017

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნოდარ ბელქანიამ მოხსენება წაიკითხა. ლექციის თემა _ „ადამიანის ბიოგრაფია: პიროვნების ბიოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი განვითარება“ გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი სტუმრობდა,ის სასწავლებლის საქმიანობას გაეცნო და ჟურნალისტებთან განათლების სფეროში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

იხილე მეტი